about mosaics:

‘It is my portrait made of natural stone mosaic, I have a necklace in my mouth and I chew on the glass. At first, I was supposed to be holding ceramic hearts necklace, but then I realized that tenderness was absolutely not the feeling as to how I perceive myself and what I wanted to express. So I made a bead out of broken glass.

I do not see my life as a beautiful, heart-shaped path - I experience a lot of horror and pain, but I process everything, overcome it all and still survive ... This bead is very beautiful, it has a fantastic sound, but it is also very sharp and dangerous.’ 

About Neon:​

Dreams themselves, at least for me, are very intimate things, very rarely I share them with anyone ... It is an extreme form of sensitivity for me, something only I know and I have experienced.

The artwork reads: I WAS DANCING IN MY DREAM AND I FEARED NO-ONE. IT FELT MAJESTIC, IT FELT ECSTATIC, BEAUTIFUL. I WAS EXPLODING IN JOY.

As the artist explains, the sentence was inspired by a beautiful dream she had and wanted to translate into a physical form. The pinks and purples of flickering neon heighten the poetic dimension of the text and remind of those beautiful ephemeral visions.

However, by placing the neon piece on the floor, the artist highlights the extreme fragility, both of the work and those emotions. It is as though that level of vulnerability and openness is destined to be mercilessly crushed.

And indeed, throughout the exhibition, the work was damaged multiple times. As a solution, the artist placed the sign on a strip of bricks that might be read as a metaphor for how we cope with trauma.

მოზაიკებზე :

‘მოზაიკაზე მე ვარ, პირში შუშის მძივი მიდევს და შუშას ვღეჭავ. თავიდან კერამიკის გულის მძივები უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს სინაზე აბსოლუტურად არ იყო ის გრძნობა, როგორც მე საკუთარ თავს აღვიქვავ და რისი გამოხატვაც მინდოდა. ამიტომ დამტვრეული შუშებით ავაწყვე მძივი.

ჩემ ცხოვრებას არ ვუყურებ, რომ ულამაზესი, გულებით მოკირწყლული გზაა- ბევრი საშინელება და ტკივილი მხვდება, მაგრამ ყველაფერს ვღეჭავ, ვამუშავებ და მაინც ვიმარჯვებ... ეს მძივი თან ძალიან ლამაზია, ფანტასტიური ხმა აქვს, მაგრამ თან ძალიან ბასრი და საშიშია.’ 

ნეონზე:

 ‘სიზმარი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან ინტიმური რამ არის, ძალიან იშვიათად თუ ვინმეს ვუზიარებ... სენსიტიურობის უკიდურესი ფორმაა ჩემთვის, ცხოვრებაში მარტო შენ რომ გინახავს და მარტო შენ იცი, იმის საჯაროდ გამოტანა და გაზიარებაა.’- გვანცა ჯიშკარიანი.

ნამუშევარზე იკითხება: "სიზმარში ვცეკვავდი და არავის მეშინოდა ეს გრძნობა იყო ყველაზე ჯადოსნური, ექსტაზური, ლამაზი მეგონა რომ ბედნიერებაში ვფეთქდებოდი"

როგორც ხელოვანი განმარტავს, წინადადება შთაგონებული იყო მის მიერ ნანახი მშვენიერი სიზმრით, რომელიც სურდა ფიზიკურ ფორმაში ეთარგმნა. მართლაც რომ, მბჟუტავი ნეონის ვარდისფერი და იასამნისფერი აძლიერებს ტექსტის პოეტურობას და გვაგონებს ულამაზეს ეფემერულ ხილვებს.

თუმცა, ნეონის ნამუშევრის იატაკზე დადებით, ხელოვანი ხაზს უსვამს როგორც ნამუშევრის, ისე ამ ემოციების უკიდურეს სიფაქიზეს. თითქოს მგრძნობელობის და გახსნილობის ეს ხარისხი განწირულია უმოწყალო მოპყრობისთვის.

და მართლაც, გამოფენის განმავლობაში, ნამუშევარი რამდენჯერმე დაზიანდა. გამოსავალად, მხატვარმა ნიშანი მოათავსა აგურის ბლოკებზე, რომელიც შეიძლება წაიკითხოს, როგორც მეტაფორა იმის შესახებ, თუ როგორ ვუმკლავდებით ტრავმას