whales are Lonely
at Silk Museum Tbilisi, Georgia
20.12.2016 - 20.01.2017
*we rely on the suggestions and the information provided. - Katharina Stadler
ნამუშევარი გამოყენებულია დეტალები რამდენიმე წლის წინ გადაღებული ანალოგი ფოტოებისგან. თითოეული ფოტო ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტშია გადაღებული. მათ აერთიანებს გაურკვეველი/ ორმაგი ფორმები და აურის დომინაცია.
პირველი ფოტო თბილ ტონალობებშია და გადაღების პერიოდში ჩემს ფიზიკურ და სულიერ მდგოარეობას ფერებით შეესაბამება, ასე მგონია. მთლიან სურათზე არსებული მოქმედება და ადამიანები იმ პერიოდისთვის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნები იყვნენ, რაც დღეს რადიკალურადაა შეცვლილი. ფოტოდან ამ ნამუშევრისთვის ის დეტალი ავარჩიე, სადაც კონკრეტული მოქმედება თუ ადამიანები არ ჩანან, იმიტომ , რომ ჩემთვის მთავარი ამ ეპიზოდიდან ატმოსფეროა, ემოცია, რომელსაც ნახევრად აბსტრაქტული გამოსახულებით ვიხსენებ.
მეორე ფოტოზე, რომეიც ჩემი ერთ-ერთი ფოტოსერიიდანაა, რომელიც ორმაგ გაოსახულებებს აერთიანებდა, ბევრად ცივ ტონალობაშა.. ამ ფოტოებით ვცდილობდი არჩევანის საშუალება მიმეცა მნახველისთვის, ფოტოზე არსებული ორი გამოსახულებდან რომელ იმიჯს აირჩევდა, რას დაინახავდა პირველს და რამდენად იყო პირველად დანახული გამოსახულება ის, რისი დანახვაც ყველაზე მეტად უნდოდათ.
საერთო ჯამში, ასეა: მინდა ჩემი ცხოვრების ორი სხვადასხვა მნიშვნელობის მომენტი ნაწილებად დავშალო, აბსტრაქტული ფორმა მივცე, საჯაროდ გამოვიტანო, მაგრამ მთავარი მაინც უხილავი დავტოვო, როგორც დაფარული ინფორმაციის ნაგლეჯს რომ გადმოუგდებენ ხოლმე ხალხს და ამაზე დაყრდნობით რომ იგება ხოლმე მთელი ისტორიები, მაშინ, როცა მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება სულ არ იყოს რეალობასთან ახლოს, ან მთლიანი სურათის სულ პატარა დეტალი იყოს. დისტანციიდან მინდა დავაკვირდე პროცესებს.
ჩემს პირად ცრურწმენას თუ მივყვები, ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებს, რის გადალახვას თუ დავიწყებაც მიჭირს, თუ ხელშესახები, ფიზიკური სხეულის მქონე, თვალით აღქმადი გავხადე, უფრო მარტივად აღვიქვამ და კიდევ უფრო მარტივად შემიძლია დავივიწყო, წაკითხული წიგნივით დავხურო და გვერდით გადავდო. დაუსრულებელი საქმეები და ფოკუს-აცილებული გამოსახულებები ცხოვრებას ანელებს. ამიტომ მინდა წამით გავჩერდე, ამ იმიჯებს დრეკადი ფორმა მივცე და შორიდან შევხედო დასავიწყებლად.